Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა კურტანიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე არ დაუშვეს


ლუკა კურტანიძე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.
ლუკა კურტანიძე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს ლუკა კურტანიძეს გუშინდელ, 30 ნოემბრის ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ მან თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა.


კურტანიძე წლებია, სპორტულ საქმიანობას ჩამოშორებულია. როგორც თავად წერს, ყრილობაზე დასასწრებად ის რეგიონიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ მომავალ ოლიმპიადასთან დაკავშირებული საკითხების გაგება და ფედერაციის თანამშრომლების პირადად მოკითხვა სურდა.

კურტანიძის თქმით, ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის, გეგა გეგეშიძისთვის, გაუგებარი აღმოჩნდა მისი იქ ყოფნის მიზეზი და ყრილობის დატოვებისკენ მიანიშნა.

ლუკა კურტანიძე 2012-2014 წლებში თავადაც იკავებდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას, სანამ მას პრეზიდიუმი გადააყენებდა.

ჭიდაობის ფედერაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

ლუკა კურტანიძე 2012 წელს „ქართულ ოცნების“ კოალიციას შეუერთდა. ის იყო კოალიციის კანდიდატი ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში. 2015-16 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი პარტია „ქართული ოცნების“ სიით.

ლუკა კურტანიძე არის ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი.

XS
SM
MD
LG