Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცელია შაშიჩი და ლიონელ მესი ევროპაში უძლიერესნი არიან

27 აგვისტოს მონტე-კარლოში გამოვლინდნენ ევროპის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები. ქალთა შორის ეს წოდება მოიპოვა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ფრანკფურტის" თავდამსხმელმა ცელია შაშიჩმა, ხოლო ვაჟთა შორის - „ბარსელონის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ.

27 აგვისტოს მონტე-კარლოში გამოვლინდნენ ევროპის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები. ქალთა შორის ეს წოდება მოიპოვა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ფრანკფურტის" თავდამსხმელმა ცელია შაშიჩმა, ხოლო ვაჟთა შორის - „ბარსელონის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ. ამ უკანასკნელის გამარჯვება განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო: ჟიურის წევრი 54 სპორტული ჟურნალისტიდან (რომელთა შორის რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძეც იყო), მესის ხმა მისცა 49-მ. მეორე ადგილზე გასულმა, ურუგვაელმა ლუის სუარესმა (ესპანეთის "ბარსელონა") სამი ხმა მიიღო. კონკურსის შარშანდელმა ლაურეატმა, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამჯერად მხოლოდ ორი ხმის მოგროვება შეძლო.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG