Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუხუთში ბურთი ავარდა

აღდგომის დღესასწაულთან ერთად გურიის სოფელ შუხუთის მოსახლეობა ლელოს აღნიშნავს. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი ეჯიბრება. ტყავისგან შეკერილი ბურთი, რომელიც ნახერხით და ქვიშით არის სავსე, 16 კილოს იწონის. ლელოსთვის მზადება დილიდან იწყება. მღვდელი ბურთს და მონაწილეებს დალოცავს, რის შემდეგაც ბურთს თამაშის დაწყებამდე ტაძარში ინახავენ. საღამოს დადგომასთან ერთად იკეტება გზა, მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება. წელს გამარჯვებისთვის ბრძოლა 3 საათს გაგრძელდა და ლელო ქვემო შუხუთმა დადო. საბოლოოდ კი, ბურთი წინა წელს ლელოზე გარდაცვლილი „ბულუას“ (ოთარ იმნაიშვილის) საფლავზე მიიტანეს.

16x9 Image

დათო ქორიძე

რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG