Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების დღიურებიდან: „დედის ინსტინქტი და თავისუფლება“


ავტორი: გიორგი მიქელაძე
დილის 8 საათზე უკვე ქობულეთში მატარებლის სადგურზე თბილისსაკენ მიმავალ რობოტს ველოდი, რომელიც დაახლოებით 5 საათში ჩამიყვანდა იქ სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა. იქ სადაც რუსულ კანონს იღებდნენ. Წინა ორი დღე მძიმე იყო ჩემთვისაც და ალბათ ყველა მათგანისთვის ვინც ნახა კადრები თუ როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი ახლგაზრდებს, მათ ვინც ქვეყნის, ჩემს, თქვენს, ჩვენს მომავალს იცავდნენ.
სადგურზე თავი ერთადრთი და განსაკუთრებული მეგონა, ვფიქრობდი რომ მხოლოდ მე მიმეჩქარებოდა თბილისისკენ, რათა ქვეყნის ბედი შემეცვალა. Მერე 08:10 ზე სამი გოგო და ერთი ბიჭი გამოჩნდა ბაქანზე, ფერადი ტანსაცმელითა და ზურგზე მოფენილი დროშით.

დაახლოებით 08:25 წუთზე სხვა ორი ბიჭიც მოვიდა, რომელთაგან ერთერთს ხელში დაგრაგნილი ქაღალდი ეჭირა, ბანერის ლურჯი ფერი და რამდენიმე ცალი ოქროსფერი ვარსკვლავი პირდაპირ ამხელდა ბანერის მფლობელს რომ ევროკავშირის დროშა იყო ზედ მიხატული. Აქამდე ამაყად მდგარს კიდევ უფრო მომემატა სიამაყე. Მატარებელი დაახლოებით 08:40 წთზე ჩამოდგა ქობულეთის ბაქანზე. Სხვა ვაგონები არ ვიცი მარგრამ პირველ ვაგონში ბარგისთვის განკუთვნილ ადგილას ნახავდით დროშებს, ბანერებს და ფერად ჩემოდნებს, უჩვეულო და ამავდროულად სასიამოვნო სურათი იყო.
უსამართლობა რომ სუფევს ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია ფაქტია, შარშანაც სცადეს ჩვენზე ნაცარის თვალებში შეყრა, მაგრამ არ გამოუვიდათ.
მე არ დაგიწყებთ იმაზე ლაპარაკს თუ რატომ არის ეს კანონი საზიანო, მგონი ისედაც აშკარაა ყველაფერი. Ჩვენ რომ ეს კანონი შარშან გაგვეტანა წელს მე აქედან ვეღარ გეტყოდით ჩემს სათქმელს, რადიო თავისუფლების მაუწყებლობა იყო ის ერთ ერთი პირველი რაც ამ კანონმა შეზღუდა რუსეთში.
მატარებელი გაჩერდა.
… 314 ნომერი ავტობუსი სრულიად გადავსებული იყო. სანამ ორბელიანის მოედანზე შეცვლილი მარშუტით წავიდოდა, წინა გაჩერებაზე მთელი ავტობუსი ჩამოიცალა და რუსთაველის მეტროდან ფეხით წავედით, ავტობუსში მჯდომი ყველა მგზავრი, პარლამენტისკენ. Ამდენი ხალხი მანამდე მართლა არ მენახა აქციაზე. Ზუსტად ვიცოდი რომ ამ ღამითაც რაღაც ტიპის პროვოკაციაზე წამოვიდოდნენ აქციის მონაწილეების წინაღმდეგ. Ვუყურებდი აქციაზე მიმავალ ხალხს და ვფიქრობდი როგორ შეიძლება ეს აქცია იყოს არამშვიდობიანი, როგორ შეიძლება ამ აქციაზე გამოიყენო რაიმე ისეთი რამ რაც ამ საოგადოებას ზიანს მოუტანს?! Მართლა არ მესმოდა მართლა ვერ ვიგებდი და დღემდე არ მესმის. Ვხედავდი ფეხმოტეხილ ბიჭს რომელიც ყავარჯნებით ძლივს მიიწევდა პარლამენტისკენ, ვხედავდი ბორბლებიან სავარძლით მიმავალ ქერათმიან გოგონას, ორსულ ქალს, რომელსაც პატარა ბიჭი ახლდა თან, მოხუც ბებოს და ბაბუს რომლებიც ხელჩაკიდებული მიიწევდნენ თავისუფლებისკენ თავისუფლებისთვის.
აქცია მშვიდად მიდიოდა მანამ სანამ სრულიად უეცრად არ მოვარდა შავებში ჩაცმული ადამიანების ჯგუფი,რომლებსაც შავ მაიკებზე თეთრად ამოქარგული სამი ასო ჰქონოდათ, ალაბთ მიხვდით რა ასოებსსაც ვგულისხმობ მათ ,,შსს’’ ეწერათ. Მერე არ ვიცი რა პრინციპით, ერთერთ ჩვენგანს უცებ ხელი მოკიდეს და წაიყვანეს. ჩემთვის უცხო ბიჭს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. Მერე უკნიდან განწირული ხმით გაისმა ხმა ,,გაუშვით!!!’’ მივხვდი რომ ქალი, რომელიც ყვიროდა ამ ბიჭის დედა იყო, ბიჭის რომელიც სულ არაფრის გამო დააკავეს, ბიჭი რომელიც მე, შენ, ჩვენ ვიყავით მაშინ.
ეს ქალი სვამდა კითხვებს თუ სად მიყავდათ ის, შავებში ჩაცმული კაცები კი ამ ქალს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ თუმცა ყოველი სიტყვა ,,დამშვიდდით ქალბატონო’’ კიდევ უფრო ანთებდა ამ ქალს, ვფიქრობდი აი რა არის დედის ინსტიქდი აი როგორ შეუძლია ქართველ დედას თავისი შვილის დაცვა. Გამოგიტყდებით ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა, ალბათ იფიქრებთ რომ მეშინოდა, Არა! Დარწმუნებით გეუბნებით რომ იქ არავის ეშინია. მგონია რომ შოიკში ვიყავი იმ უსამართლობით, რომელიც სრულიად შემთხვევით ამცდა მე და შეხვდა იმ ბიჭს.

თითქოს ამ ქალის განწირულმა ყვირილმა ყველა იქ მყოფს ყურის ქვეშ შემოგვილაწუნა, რათა გამოვფხიზლებულიყავით. ასეც მოხდა. Ამ ბიჭის და შავებში გამოწყობილი კაცების ირგვლივ წრე ისე მყარად შეიკრა რომ იქედან ჩიტიც კი ვერ გაფრინდებოდა, ეს ქალი ისევ დაჟინებით მოითხოვდა გაეშვათ თავისი შვილი. წრეც მყარად იყო შეკრული. Არავინ აპირებდა წრის გაწყვეტას მანამ სანამ ამ ბიჭს არ გაუშვებდნენ.
ბიჭი გაუშვეს. Წრე გაწყდა. ეს პატარა გამარჯვება იყო დასტური იმისა რომ სიმტკიცეს და ერთობას მოაქვს თავისუფლება. Დედობას მოაქვს ბრძოლისუნარიანობა რომელსაც ასევე მივყავართ თავისუფლებამდე. Მოგვიანებით გავარკვიე რომ ,,დედა’’ ანი ქარქაშაძე არ ყოფილა ,,თავისუფალი’’ ბიჭის ბიოლოგიური დედა.
ეს ქვეყანაა სადაც სხვისი დედები იღებენ სხვის შვილებზე პასუხიმგებლობას ქვეყანა სადაც სხვისი შვილები გვერდში ვუდგებით სხვის დედებს.
არ ვიცი თენგიზ აბულაძის ტრილოგიის ,,მონანიების’’ 83 ვარლამმა რა კანონი უნდა გაიტანონ, თუმცა მე მათ მათსავე ენაზე ვარლამის სიტყვებითვე ვეტყოდი, მთელი საღად მოაზროვნე ახალგაზრდების სახელით:

,,გვაცაЛьეთ ბატონო, გვაცაЛьლეთ’’



ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG