Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოტლანდიის მთავრობის მეთაური ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება


შოტლანდიის მთავრობის მეთაური ნიკოლა სტარჯენი აცხადებს, რომ 29 ივნისს ჩავა ბრიუსელში, რათა ევროკავშირის ლიდერებს ესაუბროს ამ ბლოკში შოტლანდიის დარჩენის შესაძლებლობაზე მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას. შოტლანდიის ტერიტორიაზე რეფერენდუმის მონაწილეების უმრავლესობა, 60%-ზე მეტი მიემხრო ევროკავშირში დარჩენას. სტარჯენმა დღეს შოტლანდიის პარლამენტში თქვა, რომ ბრიუსელში შეხვდება ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს და ასევე აპირებს, ევროკომისიას გააცნოს შოტლანდიის პოზიცია. მისი თქმით, ევროკავშირიდან გასვლა შოტლანდიელი ხალხის ნების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

XS
SM
MD
LG