ოკუპირებულ გალის რაიონში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების, ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, თბილისის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი დილის 10 საათზე გადაკვეთეს. გალის შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები. დღევანდელი შეხვედრის უმთავრესი საკითხია მშვიდობიანი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფელ ხურჩასთან 19 მაისს მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლი.
გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა
ყველაზე პოპულარული
1