Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა. დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრა მიმდინარეობდა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში,“ რომელიც სამივე მათგანმა უკომენტაროდ დატოვა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხები განიხილეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრამდე გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დავით უსუფაშვილმა მონაწილეობა მიიღეს დიასპორის პროფესიულ ფორუმში, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG