რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში მიიწვია ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ დევნილი ლიდერი ხალიდ მაშაალი. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც 3 აგვისტოს ლავროვისა და მაშაალის შეხვედრა გაიმართა. „ჰამასის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მაშაალმა მოსკოვში ჩასვლაზე თანხმობა გამოთქვა, თუმცა უცნობია, თუ როდის გაიმართება მისი ვიზიტი. გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა გაწყვიტეს ყოველგვარი კავშირი „ჰამასთან“, ვიდრე იგი არ შეწყვეტს ძალადობას, არ აღიარებს ისრაელს და არ დათანხმდება ისრაელ-პალესტინას შორის ადრე მიღწეულ შეთანხმების შესრულებას. „ჰამასი“ ღაზის სექტორს აკონტროლებს.
ყველაზე პოპულარული
1