Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელის მოაწერა პრემიერ-მინისტრის გადადგომას


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმასბეკ ატამბაევმა ხელი მოაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯომარტ ოტორბაევისა და მისი მთავრობის გადადგომას. ოტორბაევმა გადადგომის განცხადება 23 აპრილს დაწერა მას შემდეგ, რაც ახალი ძალით გაჩაღდა დისკუსია ქვეყნის უდიდესი ოქროს მომპოვებელი საწარმო კუმტორის საქმიანობასთან დაკავშირებით. სამი პარტიისაგან შემდგარმა ყირგიზეთის საპარლამენტო კოალიციამ 15 დღის განმავლობაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ამ გარდამავალ პერიოდში მთავრობას კვლავ ოტორბაევი უხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG