Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაბიუსს ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე მეტი წინსვლა სურს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვულ სფეროში მოლაპარაკება მარტის ბოლომდე შეიძლება იქნეს მიღწეული, მაგრამ საჭიროა მოლაპარაკებაზე მეტი წინსვლა. ეს ფაბიუსმა ნიუ იორკში განაცხადა ლოზანაში გამგზავრებამდე. შვეიცარიის ამ ქალაქში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და ირანელი კოლეგა, ჯავად ზარიფი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. მოლაპარაკების მონაწილეებმა, ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრსა და გერმანიასთან ერთად, უნდა მიაღწიო პოლიტიკურ შეთანხმებას მარტის ბოლომდე. საბოლოო შეთანხმების მიღწევა ივნისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG