Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა დაიწყო მოლდავეთისთვის აირის მიწოდება


რუმინეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო მოლდავეთისთვის, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს ამ სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას. მოლდავეთისა და რუმინეთის ერთობლივი მილსადენი 43 კილომეტრის სიგრძისაა, ის რუმინეთის ქალაქ იასის აკავშირებს უნგენთან, მოლდავეთში. მილსადენი თითქმის მთლიანად რუმინეთმა დააფინანსა. რუმინეთის თანახმად, წელს ის მიაწოდებს 16 მილიონ კვადრატულ მეტრ გაზს მოლდავეთს, რაც სრული მოხმარების 1,6 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირის სხვა წევრებისგან განსხვავებით, რუმინეთს უნარი შესწევს, საშინაო მოხმარების აირის 85 პროცენტი თვითონ მოიპოვოს.

XS
SM
MD
LG