Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დაიწყო ბოსტონში აფეთქების მოწყობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი


აშშ-ში დაიწყო ბოსტონის მარათონზე აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის, ჯოხარ ცარნაევის სასამართლო პროცესი. ბრალდების მხარის განცხადებით, ცარნაევმა ზურგჩანთა გამოიყენა ბომბის დასატოვებლად, რათა ხალხი აეფეთქებინა და „სისხლიანი სპექტაკლი“ დაედგა. 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონში, მარათონის ფინიშზე ორი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 260-ზე მეტი ადამიანი. 21 წლის ჯოხარ ცარნაევს 30 ბრალდება აქვს წაყენებული. მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. ჯოხარის უფროსი ძმა და თანამზრახველი ტამერლან ცარნაევი პოლიციელებმა მოკლეს, როცა თავდასხმის შემდეგ ძმები მიმალვას ცდილობდნენ. თავდაცვის მხარე, სავარაუდოდ, შეეცდება დაამტკიცოს, რომ ცარნაევი განიცდიდა უფროსი ძმის გავლენას და ამიტომ მიიღო მონაწილეობა თავდასხმაში.

XS
SM
MD
LG