Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაკავებულ უკრაინელ მფრინავს საერთაშორისო იმუნიტეტი მიენიჭა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო იმუნიტეტი მიანიჭა რუსეთში დაკავებულ უკრაინელ სამხედრო მფრინავს, ნადია სავჩენკოს და რუსეთს მოუწოდა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ. ამ გადაწყვეტილების ფონია საპროტესტო გამოსვლები და ინტერნეტ-აქციები სავჩენკოს მხარდასაჭერად. დაკავებული უკრაინელი მფრინავი 45-ე დღეა შიმშილობს და, ცნობების თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ დღეს, 26 იანვარს, დეპუტატებმა დაამტკიცეს სავჩენკოს წევრობა უკრაინის დელეგაციაში, რაც ითვალისწინებს სამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტის მინიჭებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განმარტებით, რუსეთი ვალდებულია, ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. სავჩენკო მოსკოვში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება ბრალდების საფუძველზე, რომ მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში. სავჩენკო უარყოფს ბრალდებას.

XS
SM
MD
LG