Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ლიდერები დიდ კოალიციას ქმნიან


კოსოვოს ორმა წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას კოალიციური მთავრობის ფორმირების თაობაზე, რითიც დასრულდა ხუთ თვეზე მეტხანს გაგრძელებული პოლიტიკური ჩიხი. ეს განცხადება 19 ნოემბერს გააკეთა პრეზიდენტმა, ატიფეტე იაჰიაგამ, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება გამართა პოსტიდან მიმავალ პრემიერ-მინისტრთან, კოსოვოს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ჰაშიმ ტაჩისთან და მათი მოწინააღმდეგე პარტიის, კოსოვოს დემოკრატიული ლიგის წარმომადგენელ ისა მუსტაფასთან. პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაჩი და მუსტაფა შეთანხმდნენ კოალიციის ფორმირების პრინციპზე, რათა კოსოვოს რესპუბლიკაში ინსტიტუტები განვითარდეს. თუმცა იაჰიაგა არ აკონკრეტებს, დარჩება თუ არა ტაჩი მთავრობის ლიდერის პოსტზე. კოსოვოს დემოკრატიული ლიგის დამოუკიდებელი განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრი მუსტაფა იქნება.

XS
SM
MD
LG