Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ალიანსმა ექვსი საჰაერო დარტყმა განახორციელა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე კობანიში


დამკვირვებელთა ჯგუფის ცნობით, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა ალიანსმა 19 ოქტომბერს ექვსი საჰაერო დარტყმა განახორციელა სირიაში, ქურთებით დასახლებულ ქალაქ კობანიში. როგორც დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებების სირიულმა სამეთვალყურეომ განაცხადა, ნაშუაღამევს სამი საავიაციო დარტყმა განხორციელდა კანი არაბანის უბანზე, სადაც „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთების შენაერთები ებრძვიან ერთმანეთს. მოგვიანებით ალიანსმა კიდევ სამი იერიში მიიტანა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ქალაქის ცენტრში. სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანახმად, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ბრძოლები გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქურთების შენაერთებმა შეაკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინსვლა. როგორც იტყობინებიან, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კობანიში „ისლამური სახელმწიფოს“ 70-მდე მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG