Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლუფტჰანზამ“ დაიწყო მუშაობა ებოლით დაავადებულთა გადასაყვანი სპეციალური თვითმფრინავების შექმნაზე


ავიაკომპანია „ლუფტჰანზამ“ დაიწყო სპეციალური მოდიფიკაციის თვითმფრინავების შექმნაზე მუშაობა, რომლებიც ებოლით დაავადებული პაციენტების გადასაყვანად იქნება გამოყენებული. როგორც ვარაუდობენ, თვითმფრინავები ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება მზად. ამის შესახებ გერმანიის პრესა იტყობინება სახელისუფლო წყაროებზე დაყრდნობით. გერმანელი ექიმები მომავალ თვეში ნებაყოფლობით გაემგზავრებიან დასავლეთ აფრიკაში, სადაც დახმარებას გასწევენ ებოლის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. გერმანიის მთავრობა ახალ თვითმფრინავებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუკი დასჭირდება ებოლით ინფიცირებული საკუთარი მოქალაქეების ტრანსპორტირება სამშობლოში.

XS
SM
MD
LG