Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დაკარგული სამხედროების ნათესავებმა პარლამენტში მჯდომარე აქცია დაიწყეს


ერაყში ათობით დაკარგული სამხედროს ნათესავებმა ბაღდადში, პარლამენტის შენობაში მჯდომარე აქცია დაიწყეს, სამხედროების ბედის შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით. რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის ცნობით, მას შემდეგ, რაც პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მათ მოუსმენდნენ, დემონსტრანტები დათანხმდნენ კაფეს დატოვების მოთხოვნას და პარლამენტის პალატაში გადაინაცვლეს. დემონსტრანტები წარმოადგენენ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების მიერ ჩრდილოეთის ქალაქ თიქრითში, ივნისში დატყვევებული ჯარისკაცების ნათესავებს. ბევრი შიშობს, რომ ჯარისკაცების დიდი ნაწილი სიკვდილით დასაჯეს, თუმცა მათი გვამები ნაპოვნი არ არის. დეპუტატებმა დემონსტრანტებს უთხრეს, რომ სხდომას 3 სექტემბერს განაახლებენ და იმსჯელებენ სამხედროების გათავისუფლების მიზნით გასატარებელ ზომებზე. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ამ სხდომის გამართვამდე შენობას არ დატოვებენ. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის კაფეში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ 2 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG