Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარშალის კუნძულებმა ჰააგის სასამართლოში უჩივლა 9 ბირთვულ სახელმწიფოს


24 აპრილს წყნარი ოკეანის სახელმწიფომ - მარშალის კუნძულებმა ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა მსოფლიოს ბირთვული იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფოს. მარშალის კუნძულები თვლის, რომ აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი გამუდმებით არღვევენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ 1968 წლის ხელშეკრულებას. მარშალის კუნძულების მიერ წარდგენილ სარჩელში ბრალდებულები არიან აგრეთვე პაკისტანი, ინდოეთი და ჩრდილოეთი კორეა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას და ისრაელი, რომელიც არ აღიარებს ბირთვული იარაღის ფლობას. მარშალის კუნძულებმა მსგავსი სარჩელი აშშ-ის წინააღმდეგ სან-ფარნცისკოს საოლქო სასამართლოში შეიტანა. 1946-1958 წლებში აშშ-მა მარშალის კუნძულებზე ბირთვული იარაღის 67 გამოცდა ჩაატარა. „ჩვენმა ხალხმა კატასტროფული და გამოუსწორებელი ზიანი მიიღო ბირთვული იარაღისგან“, - განაცხადა მარშალის კუნძულების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG